ვინ არის და რა საქმიანობას ეწევა ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, რომელმაც საქართველოს დაკარგული რუკები გადასცა

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, პრო­კუ­რა­ტუ­რამ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან მი­ღე­ბულ წე­რი­ლო­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. საქ­მე ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრე­ბის დე­ლი­მი­ტა­ცი­ი­სა და დე­მარ­კა­ცი­ის სამ­თავ­რო­ბო კო­მი­სი­ის საქ­მი­ა­ნო­ბას საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებით.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი დო­კუ­მენ­ტე­ბი ბიზ­ნეს­მენ­მა და­ვით ხი­და­შელ­მა მო­ი­პო­ვა და ამა­ში სო­ლი­დუ­რი თან­ხა გა­და­ი­ხა­და.

ინ­ტერ­ნეტ­ში მო­ძი­ე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, და­ვით ხი­და­შე­ლი სა­ბერ­ძნეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნია და სა­ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ციო მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი ბერ­ძნუ­ლი კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რეა. ეს კომ­პა­ნია კი სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის რა­დიო მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ით არის და­კა­ვე­ბუ­ლი, მათ შო­რის ტე­ლე­კომ მიმ­ღე­ბე­ბი, სერ­ვე­რე­ბი, 4G გა­დამ­ცე­მე­ბი და სხვა. კომ­პა­ნი­ის აუ­დი­ტო­რუ­ლი ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით, 2018 წელს INTRACOM-ის შე­მო­სა­ვა­ლი - 136.6 მი­ლი­ო­ნი ევრო, წმინ­და მო­გე­ბა კი, 1.7 მი­ლი­ო­ნი ევრო იყო.

კომპანიის ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ბი­ოგ­რა­ფი­ის მი­ხედ­ვით, და­ვით ხი­და­შე­ლი 1998-1999 წლებ­ში დსთ-ის ქვეყ­ნებ­ში ფრან­გუ­ლი "ჩას­ტელ როუპ"-ის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო, ხოლო 2007-2014 წლებ­ში კი, რუ­სე­თის ერთ-ერთი მსხვი­ლი კორ­პო­რა­ცი­ის АФК "Система”-ს აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის და ინო­ვა­ცი­ე­ბის დარ­გში ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის პოს­ტი ეკა­ვა.

14 აპ­რილს გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ, მთავ­რო­ბის მიერ შექ­მნილ საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდ StopCov-ში შე­მო­წი­რუ­ლო­ბის სა­ხით, 1.2 მი­ლი­ო­ნი ლარი შე­ი­ტა­ნა სა­ბერ­ძნეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თველ­მა ბიზ­ნეს­მენ­მა და­ვით ხი­და­შელ­მა.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ "პა­ნა­მის დო­კუ­მენ­ტებ­შიც" იძებ­ნე­ბა და­ვით ხი­და­შე­ლის გვარ-სა­ხე­ლი. ის მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია, რო­გორც INFORMAP WORLDWIDE LIMITED -EX- HESDAN LIMITED - ის წი­ლის მფლო­ბე­ლი, - წერს „ამბები.გე“.