საქართველოში კორონავირუსისგან 208 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 208 ადამიანი გამოჯანმრთელდა, - ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამასთან, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 113-ს შეადგენს. დღეს კორონავირუსით ინფიცირების 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

საქართველოში კორონავირუსის სულ 14 440 შემთხვევაა დადასტურებული.