"საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით გორში ქათმის ფერმა აშენდა

"საქართველოს ბანკი" რეგიონში არსებული ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. როგორც "საქართველოს ბანკიდან" იუწყებიან, მათთან თანამშრომლობით, გორის რაიონის სოფელ ვარიანში, ქათმის ფერმა აშენდა.

ბანკისვე ცნობით, 2813 კვ.მ.-ზე განთავსებული ფერმა საკმაოდ აქტიურად ოპერირებს. უკვე ხორციელდება კვერცხის რეალიზაცია. ფერმას ყავს 3800 ფრთა ქათამი, რომელიც დღეში 3600 ცალ კვერცხს აწარმოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 150 000 ლარია. ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 75,000 ლარს შეადგენს. საწარმოში ამ ეტაპზე 5 ადამიანია დასაქმებული.

„საქართველოს ბანკისთვის" ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა ერთ-ერთ უცვლელ პრიორიტეტად რჩება. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ჩართულობით კიდევ ერთი ადგილობრივი პროექტი განხორციელდა. გორის ქათმის ფერმა უკვე გახსნილია და პროდუქტის რეალიზაციაც აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ვფიქრობთ, მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვან როლს ითამაშებს როგორც ქართული ბიზნესების განვითარებაში, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში. ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ რეგიონში არსებული ბიზნესების მხარდაჭერას“,- განაცხადა "საქართველოს ბანკის" საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, მერაბ ახვლედიანმა.