სექტემბერში საარსებო მინიმუმი გაიზარდა

2020 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 1.7 ლარით გაიზარდა.

კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 184 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა აგვისტოში ეს მაჩვენებელი 182.3 ლარი იყო.

2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, სექტემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 5.9 ლარით არის შემცირებული. კერძოდ, 2019 წლის სექტემბერში ეს მაჩვენებელი 189.9 ლარს შეადგენდა.

„საქსტატის“ მონაცემებით, სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით 2.8 ლარით გაიზარდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც და 308.6 ლარი გახდა. აგვისტოში ეს თანხა 305.8 ლარს შეადგენდა. რაც შეეხება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს, შარშან სექტემბერში საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 318.6 ლარს შეადგენდა.

თაია არდოტელი