192,7 მლნ დოლარი ერთ თვეში - საქართველოში სექტემბერში ფულადი გზავნილების რეკორდული მოცულობა შემოვიდა

2020 წლის სექტემბერში საქართველოში უცხოეთიდან 192,7 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის სექტემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები 28.7%-ით გაიზარდა. კერძოდ, 2020 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 192.7 მლნ აშშ დოლარი (611.4 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 28.7%-ით (43.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ქვეყნების მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა - 35,1 მილიონი დოლარი რუსეთიდან გადმოირიცხა, მეორე ადგილზე კი იტალიაა, საიდანაც საქართველოში 29,2 მილიონი დოლარი შემოვიდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ 10 ქვეყანას, საიდანაც ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა:

  • რუსეთის ფედერაცია - 35,127 მლნ დოლარი
  • იტალია - 29,208 მლნ დოლარი
  • აშშ - 22,651 მლნ დოლარი
  • საბერძნეთი - 21,453 მლნ დოლარი
  • ისრაელი - 13,980 მლნ დოლარი
  • უკრაინა - 13,205 მლნ დოლარი
  • თურქეთი - 10.610 მლნ დოლარი
  • გერმანია - 7,541 მლნ დოლარი
  • აზერბაიჯანი - 7,425 მლნ დოლარი
  • ესპანეთი - 4,819 მლნ დოლარი