თბილისსა და იმერეთში რესტორნებისა და გასართობი ცენტრების მუშაობა იზღუდება. ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ხვალიდან ობიექტები მუშაობას მხოლოდ 22:00 საათამდე შეძლებენ.
როგორც პრემიერმა განმარტა, ამის მიზეზი ქვეყანაში დაფიქსირებული კორონავირუსის ამ დროისთვის რეკორდული მაჩვენებელია.
"თბილისსა და იმერეთში რესტორნებისა და გასართობი ცენტრების მუშაობა შეიზღუდება 22 საათიდან. ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ვირუსის გავრცელების სისწრაფე შევანელოთ",- განაცხადა გახარიამ.