აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის საქალაქთაშორისო ტრანსპორტი 19 ოქტომბრიდან გაიხსნება

19 ოქტომბრიდან აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის საქალაქთაშორისო ტრანსპორტი გაიხსნება. ამასთან, აჭარის რეგიონში შეზღუდვები რჩება სასწავლო პროცესზე, ასევე რესტორნებსა და გასართობ დაწესებულებებზე.

აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ისაუბრა. პრემიერის შეფასებით, აჭარაში ვირუსის გავრცელების მეტნაკლები სტაბილიზება მოხდა.