პრემიერი - უახლოეს დღეებში ალბათ კორონავირუსის 1000 შემთხვევას გადავაბიჯებთ, მაგრამ ჯანდაცვის სისტემა ამ დარტყმას გაუძლებს

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში ინიფიცირებულთა რაოდენობა უახლოეს დღეებში ალბათ 1000-ს გასცდება, თუმცა, როგორც პრემიერი ამბობს, ჯანდაცვის სისტემა ამ დარტყმას გაუძლებს.

„ღიად გეუბნებით, რომ მიუხედავად იმისა, რომ დღეს გვაქვს 919 შემთხვევა, უახლოეს დღეებში ჩვენ ალბათ გადავაბიჯებთ 1000-ს და ეს ზრდა გაგრძელდება, მაგრამ ჯანდაცვის სისტემა იმ ახალი მიდგომით, რომელიც ჩვენ გეგმაში უკვე შეტანილი გავქვს და ავამუშვეთ, ამ დარტყმას გაუძლებს. ეს ნიშნავს იმას, რომ კლინიკური მართვა არის უკვე გადალაგებული და ის არის სეგმენტირებული, რომ მოხდეს გადანაწილება ადამიანების სხვადასხვა მიმართულებებით და რაც მთავარია მძიმე პაციენტები მოხვდნენ სარეანიმაციო განყოფილებებში, რომლის დეფიციტი დღეს ქვეყანაში არ არის, სრულად არის ამისთვის დღეს მზად ჯანდაცვის სისტემა,“-განაცხადა გახარიამ.