საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ინფორმაციით, საქართველოში გრიპის ვაქცინების უპრეცედენტო რაოდენობაა შემოტანილი. როგორც პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ქვეყანამ გრიპის დაახლოებით 250 ათასი ვაქცინა იყიდა.
„ქვეყანაში გრიპის ვაქცინების უპრეცედენტო რაოდენობაა შემოტანილი. მიმდინარეობს გეგმური ვაქცინირება იმ რისკჯგუფების, რომლებზეც გეგმა არსებობს შედგენილი და ეს გეგმა წლების განმავლობაში სახეს იცვლის. ვაქცინების შემოტანა გრძელდება. სახელმწიფოს დაახლოებით 250 ათასი ვაქცინა აქვს ნაყიდი და ჩვენ ამ პროცესს ვაგრძელებთ“,- განაცხადა გახარიამ.