საქართველოში საველე ჰოსპიტალის მოწყობა არ იგეგმება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც გახარიამ აღნიშნა, ჯანდაცვის სისტემა მზარდი რაოდენობის ინფიცირებულების მისაღებად მზად არის.
„საველე ჰოსპიტალის მოწყობა არ იგეგმება. ჯანდაცვის სისტემა მზად არის მზარდი რაოდენობის ინფიცირებული მიიღოს და უმკურნალოს. შეიძლება არსებობდეს დროში გადალაგების ხარვეზი, რაც აღმოიფხვრება.
სამეტაპიანი სისტემაა და ახლა ვართ იმ ეტაპზე, რომ გაფართოება ხდება საწოლფონდის. სისტემა მიყვება გეგმას და აქ არანაირი პრობლემა არ არის“, - განაცხადა გახარიამ.