რა თქმა უნდა, არანაირი მძიმე, სისტემური ლოკდაუნი ქვეყანაში არ იგეგმება,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადა.
როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მთავრობა წერტილოვან შეზღუდვებს მიჰყვება და საბოლოო ჯამში შეზღუდვების საკითხი ყველა ჩვენგანზე, წესების დაცვასა და სხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული.
„ დღეს ამის აუცილებლობა არ არსებობს, მაგრამ ესაა წესების დაცვის ელემენტარული პასუხისმგებლობა. კანონის დაცვა, წესების დაცვა დღეს მართლა პატრიოტიზმია“,-აღნიშნა გახარიამ.
რაც შეეხება საკითხს, გეგმავს თუ არა მთავრობა ბიზნესს საგადასახადო შეღავათები გაუხანგრძლივოს, პრემიერის თქმით, „მთავრობა ბიზნესის გვერდით დგომას გააგრძელებს.“