ალდაგის 1 წლიანი დაზღვევა საჩუქრად ვოლვო ქარს საქართველოს მომხმარებლებს

„ალდაგისა“ და „ვოლვო ქარს საქართველოს“ ერთობლივი აქციის ფარგლებში, მომხმარებლებს რომლებიც 31 დეკემბრამდე შეიძენენ მოდელს Volvo XC60, საჩუქრად გადაეცემათ ალდაგის 1 წლიანი ავტოდაზღვევის პოლისი.

„ალდაგის“ დაზღვევა ვოლვოს მფლობელებს მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, მოულოდნელი ფინანსური დანაკარგებისგან დაიცავს. დაზღვევა ფარავს ყველა რისკს, როგორებიცაა: ავტოსაგზაო შემთხვევა; სტიქიური მოვლენები, მათ შორის ყველაზე გავრცელებული სეტყვა; ე.წ. „დამხვდა დაზიანებული“ შემთხვევები და სხვა. დაზღვევა უფრანშიზოა და დაზიანების შემთხვევაში ავტომობილის მფლობელს არანაირი ხარჯის გაწევა არ მოუწევს.

image004-1602758347.jpg

Volvo XC60 გახლავთ საშუალო ზომის SUV-ი, იგივე ქროსოვერი, აღნიშნული მოდელი წარმოდგენილია როგორც Momentum, ასევე R-Design სპორტული ინტერიერით და ექსტერიერით, იგი აღჭურვილია მრავალი თანამედროვე უსაფრთხოების ტექნოლოგიით. Volvo XC60 გამოირჩევა დახვეწილი დიზაინითა და ეკონომიურობით, მას გამოარჩევს პანორამული ჭერი, ტყავის სალონი, Bowers&Wilkins-ის და Harman Kardon-ის აუდიო სისტემა. XC60-ს აქვს 360 გრადუსიანი ხედვის კამერა, რაც პარკირებას უფრო კომფორტულს ხდის.

შეგახსენებთ, აქცია მოქმედებს 31 დეკემბრამდე და დაზღვევა ავტომობილის შეძენისთანავე ამოქმედდება. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ ტესტ დრაივით და გამოსცადოთ Volvo XC60-ის შესაძლებლობები, ტესტ დრაივით სარგებლობისთვის გადადით ბულზე https://www.volvocars.com/ge/forms/testdrive.

(R)