დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოს ნახევარი მილიონი სწრაფი ტესტი აქვს შეკვეთილი, რომელიც ქვეყანაში დაახლოებით ორ კვირაში იქნება.
როგორც გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, ეს ტესტები შედეგს 15 წუთში იძლევა.
„ნახევარი მილიონი სწრაფი ტესტია შეკვეთილი. გაზაფხულზე არ იყო ისეთი მაღლი დიაგნოსტიკური მნიშვნელობის სწრაფი ტესტები იმიტომ, რომ ცრუ დადებით და ცრუ უარყოფით შედეგებს იძლეოდა. ახლა უკვე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ რამდენიმე ტესტს მისცა გამოყენებაზე ნებართვა. 15 წუთში იძლევა შედეგს. მსოფლიო ბანკის მეშვეობით ნახევარ მილიონზე მეტი ტესტი იქნა შეკვეთილი, რომელსაც ალბათ მომავალი ორი კვირის განმავლობაში მიიღებს ქვეყანა. ეს იქნება სადიფერენციაციო საშუალება სწრაფი გამოვლენის. სიცხით და ხველებით რომ მივა ადამიანი, რომ გაარჩიო გრიპია თუ კოვიდი, გაააკეთებენ ამ ტესტს“,- განაცხადა გამყრელიძემ.