„საქსტატის“ გამოკვლევის შედეგების მიხედვით, არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობამ 2019 წლის ბოლოსთვის 80.2 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც 5.9 პროცენტი გამოსახული იყო უცხოური ვალუტით. მათივე მონაცემებით, 2019 წლისთვის მთლიანი აქტივებიდან ფინანსური აქტივების მოცულობა 16.0 მილიარდი ლარია.
„არაფინანსური კორპორაციების ფასიანი ქაღალდების ღირებულებამ 2019 წლის ბოლოსათვის 2.6 მილიარდი ლარი შეადგინა. 2019 წელს ფინანსური აქტივების საერთო რაოდენობიდან მოკლევადიანი აქტივების მოცულობა 2.8 მილიარდი ლარი იყო, ხოლო ლიკვიდურობის პროცენტი - 36.6. 2019 წლის ბოლოსათვის არაფინანსური კორპორაციების ვალდებულებები 41.5 მილიარდ ლარს გაუტოლდა (აქედან. მოკლევადიანი ვალდებულებები შეადგენდა 10.5 მილიარდ ლარს). არაფინანსური კორპორაციების მიერ 2019 წელს გაწეული საპროცენტო ხარჯები 1.8 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო მთლიანმა შემოსავლებმა 8.6 მილიარდი ლარი შეადგინა“,-აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.