კომპანიამ Wells Fargo, რომელიც აშშ-ის იპოთეკური ბაზრის ლიდერი და რიგით მეორე უმსხვილესი ბანკია აშშ-ში, 100-ზე მეტი თანამშრომელი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ისინი ეჭვმიტანილი არიან მცირე ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში, შტატებში მოქმედი ფედერალური პროგრამიდან SBA არაკანონიერი კრედიტების მიღებაში. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს.
შიდა კვლევებმა აჩვენა, რომ კომპანიის 125-მა თანამშრომელმა კრედიტების მისაღებად ცრუ მონაცემები წარადგინა.
„ჩვენ შევწყვიტეთ ამ ადამიანებთან თანამშრომლობა და ვაპირებთ, ვითანამშრომლოთ სამართალდამცავ ორგანოებთან. ეს ქმედებები იყო პერსონალური და არ იყო დაკავშირებული ჩვენს კლიენტებთან“ - განაცხადა კომპანიის კადრების განყოფილების ხელმძღვანელმა დევიდ გელორიზმა.
მცირე ბიზნესის მართვის პროგრამა (SBA) განკუთვნილია იმ ტიპის კომპანიების მფლობელებისთვის, რომლებმაც პანდემიის გამო დაკარგეს სამსახურები. ივლისში SBA-ში განაცხადეს, რომ პროგრამაში ჩართულობის მიზნით თაღლითობის გახშირებული შემთხვევები დაფიქსირდა.
ფინანსური ორგანზაიციები არ იღებენ გადაწყვეტილებებს კრედიტების გაცემაზე და თანხის გადანაწილებაზე, თუმცა აკონტროლებენ მათ მიღებას კლიენტების საკრედიტო ბარათებზე. ცხრა ბანკმა განაცხადა, რომ დაფიქსირდა 200 მილიონი დოლარის საეჭვო ოპერაცია.
მანამდე, JPMorgan Chase-მა განაცხადა, რომ ამოწმებდა სავარაუდო კანონდამრღვევებს კიდევ ერთი მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამაში - Paycheck Protection Program.