Setanta Sports Media მესამედ მოხვდა SBC Awards-ის ფინალისტთა შორის

საქართველოში დაფუძნებული სპორტული მედია ჰოლდინგი, Setanta Sports Media მესამედ მოხვდა SBC Awards-ის ფინალისტთა შორის და წარდგენილია ნომინაციაში Best Affiliate Product Innovation. SBC სპორტული მედიის სფეროში, მსოფლიოს უდიდესი კონფერენციებისა და სხვადასხვა სახის ღონისძიების ორგანიზატორია. მის ღონისძიებებში ყოველწლიურად მონაწილეობენ ისეთი ცნობილი ორგანიზაციების, ფედერაციებისა და კლუბების წარმომადგენლები, როგორებიც არიან: UEFA, NBA, Real Madrid და სხვები. ყოველი წლის დეკემბერში, SBC-ს ორგანიზებით დაჯილდოვების ცერემონიალი SBC Awards იმართება, სადაც აღნიშნული ინდუსტრიის ყველაზე წარმატებულ წარმომადგენლებს ავლენენ.

(R)