საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 246 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 246 ადამიანი გამოჯანმრთელდა, - ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5721 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 836 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1 090-ს შეადგენს.

ამასთან, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 124-ს შეადგენს.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საქართველოში კორონავირუსის სულ 15327 შემთხვევაა დადასტურებული.