Amazon-ის ყოველწლიური აქცია - Prime Day - წელს დაგეგმილი ივლისის ნაცვლად პანდემიის გამო 14-15 ოქტომბერს გაიმართა და მან გადამყიდველებს, რომლებიც ამ პლატფორმაზე მუშაობენ, 3,5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მოუტანა.
Prime-ის ფასდაკლებების აქცია 19 ქვეყანაში გაიმართა და ექსპერტების შეფასებით, ამ დღეს კომპანიამ 10 მილიარდი დოლარი ივაჭრა.
ექსპერტების შეფასებით წლევანდელ Prime Day-ზე გადამყიდველებმა წინა წელთან შედარებით 60%-ით მეტი ივაჭრეს.
რაც შეეხება მომხმარებლებს, მათ ამ დღეს 1,4 მილიარდი დოლარის ეკონომია მიიღეს.
მომხმარებლებში ყველაზე პოპულარულ მიმართულებებს შორის იყო სახლის აქსესუარები, ელექტრონიკა, საკვები დანამატები და ჯანმრთელობისთვის საჭირო პროდუქცია. კონკრეტულ პროდუქტებს შორის კი იყო „ჭკვიანი“ დინამიკი Amazon Echo Dot, ასევე Lego-ს სლემი და რობოტი მტვერსასრუტი iRobot Roomba.