რას ვყიდით და ვყიდულობთ სომხეთში

მთიანი ყარაბაღში მიმდინარე პროცესების ფონზე, საქართველომ დროებით შეაჩერა ნებართვები სამხედრო ტვირთების გატარებაზე სომხეთის მიმართულებით.

აკრძალვა რა თქმა უნდა, არ შეხებია სხვა პროდუქციის გატარებას, შესაბამისად, არ შეხებია არც ექსპორტ-იმპორტს. 2020 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან სომხეთში 122,413 მლნ აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა, ხოლო სომხეთიდან 263, 235 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია შემოვიდა.

გთავაზობთ Top-10 პროდუქტს, რაც 2020 წელს ვიყიდეთ და გავყიდეთ სომხეთში. (წყარო: საქსტატი)

საქართველოდან სომხეთში ექსპორტირებული Top-10 პროდუქტი:

  • დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 6,067 მლნ დოლარი
  • სატვირთო ავტომობილები 5,673 მლნ დოლარი ( 50 ერთეული)
  • ციანიდები, ოქსიდციანიდები, კომპლექსური ციანიდები 4,065 მლნ დოლარი
  • მსუბუქი ავტომობილები 4,021 მლნ დოლარი (653 ერთეული)
  • სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი 4,021 მლნ დოლარი
  • გარგარი, ალუბალი და ბალი, ატამი, ქლიავი და ღოღნაშო, ახალი 3,665 მლნ დოლარი
  • ციტრუსების ნაყოფი, ახალი ან გამხმარი 3,415 მლნ დოლარი
  • ნაწარმი თაბაშირის ან მის საფუძველზე დამზადებული ნარევებისაგან 3,195 მლნ დოლარი
  • ფქვილი და გრანულები ხორცის თევზის ან კიბოსნაირებისაგან 2,876 მლნ დოლარი
  • ბულდოზერები, ავტორეიდერები, ესკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა 2,710 მლნ დოლარი ( 53 ერთეული)
  • დანარჩენი საექსპორტო საქონელი: 82,710 მლნ აშშ დოლარი

სომხეთიდან საქართველოში იმპორტირებული Top-10 უმსხვილესი პროდუქტი:

  • მადნები და კონცენტრანტები სპილენძის 189,151 მლნ დოლარი
  • მადნები და კონცენტრანტები ძვირფასი ლითონებისა 39,439 მლნ დოლარი
  • ბოცები, ბოთლები და სხვა მინის ტევადობები 7,354 მლნ აშშ დოლარი
  • ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სხვა 3,176 დოლარი
  • სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან 2,826 მლნ დოლარი
  • ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 2,238 მლნ დოლარი
  • ნაწარმი საქონლის ტრანსპორტირებისათვის ან მის შესაფუთად პლასტმასებისაგან 1,901 მლნ დოლარი
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული 1,433 მლნ დოლარი
  • პლასტმასის სამშენებლო დეტალები 975,2 ათასი დოლარი
  • ძეხვი და ანალოგიური პროდუქტები ხორცის, ხორცის სუბპროდუქტების ან სისხლისაგან 457,3 ათასი დოლარი
  • სხვა ინპორტირებული საქონელი : 13,778 მლნ აშშ დოლარი

ცნობისთვის, 2019 წელს საქართველოდან სომხეთში 432,574 მლნ დოლარის ექსპორტი განხორციელდა. სომხეთიდან კი 267, 679 მლნ აშშ დოლარის ღირებულების საქონელი შემოვიდა.

თამარ მუკბანიანი