სავაჭრო ცენტრ „თბილისი ცენტრალმა“ მუშაობა განაახლა, „ოქროს ბირჟა“ კი პირველი ნოემბრიდან გაიხსნება

სავაჭრო ცენტრ „თბილისი ცენტრალმა“ მუშაობა განაახლა, „ოქროს ბირჟა“ კი პირველი ნოემბრიდან გაიხსნება.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ოქროს ბირჟის“ დირექტორმა, ეთერ ყიფიანმა განუცხადა.

როგორც ეთერ ყიფიანმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, „თბილისი ცენტრალი“ სადეზინფექციო სამუშაოების მიმდინარეობის გამო 3 დღით დაიკეტა. რაც შეეხება „ოქროს ბირჟას“, ის პირველი ნოემბრიდან გაიხსენება.

შეგახსენებთ, „თბილისი ცენტრალში“ განთავსებულ „ოქროს ბირჟის“ რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც, „ოქროს ბირჟა“ და „თბილისი ცენტრალი“ რამდენიმე დღით დაიკეტა.