„როგორც კი ლარი აიწევდა-დაიწევდა, გვირეკავდა, ძალიან გთხოვთ იქნებ ჩაერთოთო,“-ამის შესახებ, „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით გაიხსენა.
ხაზარაძემ გაიხსენა პერიოდი, როდესაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე იყო და აღნიშნა, რომ მაშინ ქადაგიძესა და მოქმედ ხელისუფლებას შორის კონფლიქტი იყო და სწორედ მათ სთხოვეს შუამავლის როლი ეკისრათ.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილს, როცა რაღაც გიჭირდათ და გვირეკავდი - ახლა სად დაიკარგეთ. როგორც კი ლარი აიწევდა-დაიწევდა, გვირეკვდა, ძალიან გთხოვთ იქნებ ჩაერთოთო. უამრავი შეხვედრა გვქონდა, რომელსაც ესწრებოდა - ეკონომიკის მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, ბანკირები, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და მსჯელობა მიდიოდა. შეგიძლიათ კითხოთ, გიორგი ქადაგიძე იყო მაშინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. კონფლიქტი იყო მაშინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და მოქმედ ხელისუფლებას შორის, არ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს და ჩვენ გვთხოვეს, შუამავლის როლი გვეკისრა ამ პროცესში. დღეში 3-ჯერ 5-ჯერ რეკავდა. გამოდი და ახლა დამიჯექი, მაშინ ხომ ვმსჯელობდით. გამოდი და ვილაპარაკოთ ჩვენი ქვეყნის ბედზე, იმიტომ, რომ ასე ეს ქვეყანა ძალიან დიდ პრობლემაში მიდის,“-განაცხადა ხაზარაძემ.