Huawei ბრენდ Honor-ის გაყიდვას გეგმავს

კომპანია Huawei Technologies აპირებს გაყიდოს სმარტფონების მწარმოებელი ბრენდი Honor-ი. ამ მიზნით ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებენ კომპანიასთან Digital China Group და სხვა პოტენციურ მყიდველთან - წერს Reuters-ი.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, აღნიშნულის მიზეზი გახდა ამერიკული სანქციები, რომელიც ჩინურ კომპანიაზე არის დაწესებული. ახლა კომპანიას სურს ფოკუსირება ფლაგმან ბრენდზე და უარი თქვას Honor-ზე, რომელიც პოზიციონირებდა, როგორც ბიუჯეტური და ახალგაზრდული ბრენდი.

ექსპერტები Honor-ის აქტივებს 15-25 მილიარდ იუანად აფასებენ. მათი აზრით, Honor-ის გაყიდვით მოიგებს ორივე მხარე, ვინაიდან მშობელი კომპანიისგან გათავისუფლებული Honor თავს დააღწევს სანქციებს, რაც დადებითაც იმოქმედებს როგორც ბიზნესზე, ასევე მომწოდებლებზე.

Digital China არის Honor-ის სმარტფონების ძირითადი დისტრიბუტორი. მის გარდა პრეტენდენტებად სახელდებიან ასევე ელექტრონიკის ჩინური მწარმოებელი TCL და კონკურენტი Xiaomi.

ბრენდი Honor ბაზარზე 2013 წელს გამოჩნდა და Huawei-ში ის ერთგვარ ავტონომიურობას ინარჩუნებდა.

კოკა კვირკველია