ვაკეში "ხალიკ ბანკი საქართველოს“ ახალი ფილიალი გაიხსნა

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირი #60 , სს „ ხალიკ ბანკი საქართველოს“ ახალი - ვაკის ფილიალი გაიხსნა, რომელიც წარმოდგენილია განახლებული დიზაინით და ინტერიერით.

სს “ხალიკ ბანკი საქართველო“ როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს საბანკო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს: საცალო და ბიზნეს დაკრედიტება, საბანკო ბარათები, საანგარიშსწორებო-საკასო მომსახურება, ფულადი გზავნილები, დისტანციური საბანკო მომსახურება, საერთაშორისო საგადახდო საფულეები: Apple Pay, Garmin Pay და სხვა. ბანკი ასევე მონაწილეობს საქართველოს ფერმერებისა და მეწარმეების საშეღავათო დაკრედიტების პროგრამაში.

სს „ხალიკ ბანკი საქართველო“ საქართველოს საბანკო ბაზარზე 2008 წლიდან ოპერირებს. მისი 100% წილის მფლობელია ყაზახეთის მსხვილი საფინანსო ჯგუფი - „ხალიკ ბანკი ყაზახეთი“- თითქმის საუკუნოვანი ბანკინგის ისტორიით, რომლის აქციები 2006 წლიდან წარმატებით ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟაზე.

(R)