„ეს არის ჩვენი ეკონომიკის მტერი, საიდანაც მარტივად ხდება ფულის გათეთრება“ - ასე ეხმაურება, სათამაშო ბიზნესის ბრუნვის ზრდას, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,პოლიტნიუსი“.
ცნობისთვის, ერთ წელიწადში სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 11 მილიარდი და 87.3%-გაიზარდა. გაზრდილია ასევე მისი წილი მთლიანად ბიზნეს-სექტორის ბრუნვაში. კერძოდ, თუ 2018 წელს სათამაშო ბიზნესის წილი მთლიან ბრუნვაში თითქმის 16%-ს შეადგენს, გასულ წელს მან 23,7%-ს მიაღწია. ბიუჯეტში კი მოსაკრებლის სახით სათამაშო ბიზნესმა, ბრუნვის მხოლოდ 0.5% გადაიხადა - 128,401,198 ლარი.
დეპუტატი ამბობს, რომ გარდა არასამართლიანი დაბეგვრის სისტემისა, პრობლემას წარმოადგენს სექტორში ფულის გათეთრების მაღალი რისკიც.
,,მიუხედავად იმისა, რომ ამხელა ბრუნვა აქვთ აზარტული თამაშების კომპანიებს, თუ ფისკალურად შევაფასებთ საგადასახადო ეფექტს ძალიან დაბალია გადასახადი მათთვის. პლიუს, ბევრია გვერდითი ეფექტი, ეს არის ჩვენი ეკონომიკის მტერი,საიდანაც მარტივად ხდება ფულის გათეთრება. 35% დაახლოებით არის ჩრდილოვანი ეკონომიკა ამ სექტორში და ეს არის კრიმინალური სფერო“-განაცხადა გოგიჩაიშვილმა ,,პოლიტნიუსში“.