10 პროდუქტი, რომელიც სექტემბერში გაიაფდა

2020 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.8% შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის სექტემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.2%-ით, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 4.7%-ით განისაზღვრა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ 10 პროდუქტს, რომელიც სექტემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიაფდა:

  • ქლიავი - 26,97%
  • მწვანე ლობიო - 26,81%
  • კიტრი - 25,1%
  • ბადრიჯანი - 24,77%
  • სტაფილო - 17,69%
  • ატამი - 16,5%
  • კარტოფილი - 11,04%
  • ბანანი - 8,2%
  • კივი - 6,33%
  • ყურძენი - 4,17%
ნინი ქეთელაური