Forbes- მა 2015 წელს ამერიკის ყველაზე მდიდარი ქალების პირველი ჩამონათვალი გამოაქვეყნა. როგორც გამოცემამ მოგვიანებით აღიარა, ეს ნაბიჯი რედაქციამ განზრახ გადადგა. “იმ დროისთვის, მილიარდერ ქალთა რაოდენობა, რომლებმაც წარმატებას თავად მიაღწიეს, თითზე ჩამოსათვლელი იყო.“
“ეს გარკვეულწილად იყო რეაქცია იმაზე, რასაც ჩვენს სხვა სტატისტიკებში ვერ ვხედავდით. 2014 წელს მსოფლიოს მილიარდერთა სიაში სულ 29 “თვითნაბადი“ ქალი იყო, კაცი კი 1043.“- განმარტავს Forbes.
როგორც ჩანს, მიდგომამ გაამართლა და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემის მილიარდერთა სიაში აღმოჩენის სურვილმა, აშშ-ის ქალებთა მენტალობაში ცვლილებების მოხდენა მართლაც შეძლო. 2014 წლიდან მოყოლებული, ქალ მილიარდერთა რაოდენობა ყოველ წელს იზრდება.
წელს მდიდარ ქალთა რაოდენობა, 2015 წელთან შედარებით, ორჯერ გაიზარდა.
66 წლის ტელეწამყვანი, ჟურნალისტი, მწერალი და მსახიობი ოპრა უინფრი 2,5 მილიარდ დოლარს ფლობს. ოპრას რთული ცხოვრება საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილია.
ბავშვთა სახლში გაზრდილი, ძალადობის მსხვერპლი ოპრა 14 წლის ასაკში დედა გახდა. მოგვიანებით, უსახლკარო ოპრას შვილი გარდაეცვალა. ახალგაზრდა გოგონას სიღარიბემ თავგანწირული შრომისკენ უბიძგა და წარმატებაც ძალიან ძნელად, მაგრამ ბოლოს მაინც მოვიდა.
ოპრა პოლიტიკურად ნეიტრალური ფიგურაა.
ოპრა გეილ უინფრიმ საბოლოო აღიარება “ოპრა უინფრი შოუს“ მეშვეობით მოიპოვა, რომელიც მაუწყებლობდა ჩიკაგოდან. გადაცემა ეთერში 1986 წლიდან 2011 წლამდე გადიოდა. სწორედ ამ წლების გაბნმავლობაში გაიზარდა ოპრას ძალაუფლება და გავლენა მედიაში. მას “ყველა მედიის დედოფალს“ და აშშ-ის ყველაზე გავლენიან შავკანიან ქალს უწოდებენ.
2015 წელს უინფრიმ აუქციონზე კომპანია Weight Watchers- ის წილი 34 მილიონ დოლარად იყიდა. წლის თავზე ამ აქციების ღირებულება 430 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
ცნობილი ჟურნალისტი ასევე არის რესტორნის ქსელის, True Food Kitchen- ის ინვესტორი.
მილიარდერთა სიაში ბოლო სამი წელია უცვლელად ფიგურირებს მეწარმე დიანა ჰენდრიქსი იკავებს. მისი ბიზნესის ღირებულებაა 8 მილიარდი დოლარი. ჰენდრიქსმა მეუღლესთან ერთად მან ABC Supply დააარსა, რომელიც აშშ-ში გადახურვის, ფილის და ფანჯრების ერთ – ერთი უდიდესი საბითუმო დისტრიბუტორი გახდა.
დიანას ჯუდი ფოლკნერი მოსდევს. სამედიცინო (არქივების) ჩანაწერების პროგრამის შემქმნელი და ამავე სისტემაზე მომუშავე ფირმის Epic-ის დამაარსებელმა 2019 წელს 3,2 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. ჯუდი ფოლკნერმა ფირმა 1979 წელს დააარსა.
Forbes -ის 2020 წლის ყველაზე მდიდართა სიაში ოცდასამი ახალბედაა. მათგან 10 კომპანიის დამფუძნებელია.
აშშ-ში წარმატებას სნოუბორდის იარაღებისა და ტანსაცმლის კომპანია “ბარტონის“ დამფუძნებელმა დონა კარპენტერმაც მიაღწია. მან წლების წინ კომპანია თავის გარდაცვლილ მეუღლესთან ჯეიკ ბარტონი კარპენტერთან ერთად შექმნა. ბოლო მონეცემებით დონას ბიზნესი 530 მილიარდი დოლარი ღირს.
რობინ ჯონსი ყველაზე მდიდართა შორის ახალბედაა. მან მეუღლესთან, მარკ ჯონსთან ერთად დააარსა ტეხასის კომპანია Goosehead Insurance, ღირებულება 1,1 მილიარდ დოლარს შეადგენს.
მილიარდერთა რიგებში არც თუ ისე დიდი ხანია გამოჩნდა ყველასთვის ცნობილი სამი ლამაზმანი, რომლებმაც სამწარმეო საქმეს ალღო აუღეს.
ესენია- ლედი გაგა, ჯენიფერ ლოპესი და კაილი ჯენერი.
1989 წელს დაბადებული, მომღერალი ლედი გაგა 275 მილიონ დოლარს ფლობს. არის სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდისა და საწარმოს დამფუძნებელი. ბიზნესის ადმინისტრირებაში ცნობილ ვარსკვლავს მისი დედა, სინდია გერმანოტა ეხმარება.
ვარსკვლავი ჯენიფერ ლოპეზი, რომელმაც კარიერა ბარებში ცეკვით დაიწყო, 2019 წლის მონაცემებით 400 მილიონ დოლარს ფლობს.
ლოპეზი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტთან ბარაკ ობამას ცოლთან, მიშელ ობამასთან ერთად სხვადასხვა საქველმოქმედო პროექტებს ახორციელებს. ეხმარება მიგრანტებსა და ლტოლვილებს. ასევე ცნობილია, რომ ჯენიფერ ლოპეზის განსაკუთრებულ ინტერესს, ლათინო- ამერიკული მოსახლეობის დამხრება წარმოადგენს.
სიის ყველაზე ახალგაზრდა წევრი კაილი ჯენერია. 23 წლის ლამაზმანმა კოსმეტიკური კომპანია Kylie Cosmetics პოპულარული ინსტაგრამის მეშვეობით გახადა. კაილის 197 მილიონი გამომწერი ჰყავს, სწორედ ეს გახდა წარმატების საფუძველი. გასულ წელს Kylie Cosmetics 600 მილიონ დოლარად გაყიდა.
38 მილიონ დოლარზე მეტს ფლობს ჩოგბურთელი მარია შარაპოვა. 33 წლის სპორტსმენმა კაპიტალი 11 წლის განმავლობაში მოგებული მატჩებითა და პრიზებით მოაგროვა. შარაპოვას ეკუთვნის პრემიუმ კანფეტების კომპანია “შუგაროპოვა“.
მილიონერთა შორის უხუცესია 94 წლის ალის შვარცი. მან 1952 წელს ქმართან ერთად სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერების კომპანია Bio-Rad Laboratories დააარსა. სწორედ ამ კომპანიამ შექმნა FDA– ს მიერ დამტკიცებული ტესტი Covid-19– სთვის. ალის შვარცი 720 მილიონ დოლარს ფლობს.
google– ისა და Alphabet– ის ფინანსთა ხელმძღვანელი, ამერიკელი ბიზნეს ლედი რუთ პორატი 800 მილიონს ფლობს. მის შესახებ ტაბლოიდები ბევრს წერენ. რუთი ჰილარი კლინტონის უახლოესი მეგობარი და აქტიური მხარდამჭერია.