ვერტიკალური ფერმა მსოფლიოში სულ უფრო აქტუალური ხდება. „სოფლის მეურნეობის მომავალი“ - ასე უწოდებენ დარგის სპეციალისტები ტექნოლოგიურ სიახლეს, რომლის დამსახურებითაც მცენარეები პესტიციდების გარეშე, ნებისმიერ კლიმალური პირობების ქვეყანაში ყველაზე სწრაფად იზრდება.
საქართველოში პირველი ვერტიკალური სათბური შპს „მიკროგრინი“ თბილისში, 2017 წელს აშენდა. სათბური დაახლოებით, 200 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული, სადაც პროდუქციის მოყვანა სპეციალურ მრავალდონიან ვერტიკალურ თაროებზე განთავსებულ კონტეინერებში ხდება. სათბური აღჭურვილია ისეთი სისტემით, რომელიც მიკროკლიმატს ინარჩუნებს. შპს-მ საკუთარი პროდუქციის ბაზრისთვის მიწოდება 2017 წლის ზაფხულშივე დაიწყო.
ამ დროისთვის სათბურში 20-მდე დასახელების პროდუქტი იწარმოება, რომელთა შორისაა: ბოლოკი, წიწმატი, სალათის მიქსი, ბროკოლი, წითელი კომბოსტო, ჭარხალი, ყვავილოვანი კომბოსტო, ბარდა, მდოგვი, მზესუმზირა, ბაზილიკი, ნასტურცია, რუკოლა და ა.შ.
მიზეზი, თუ რატომ არის მიკრომწვანილები უფრო სასარგებლო, ვიდრე ტრაციციული, კომპანიაში განმარტავენ, რომკვლევების თანახმად ის გაცილებით უფრო კონცენტრირებულია ნუტრიენტებითა და ანტიოქსიდანტებით, ვიდრე მისი ზრდასრული ვერსია. ამასთან, მიკროგრინი კერძებს ახლებურ, გამორჩეულ გემოს მატებს, რადგან სხვადასხვა ტიპის მიკრომწვანილებს განსხვავებული არომატი აქვს.
კითხვაზე გაამართლა თუ არა ფერმის კონცეფციამ საქრთველოს პირობებში, „მიკროგრინის“ თანადამფუძნებლი მარიტა გენებაშვილი ამბობს, რომ ნამდვილად გაამართლა და ამაზე მეტყველებს მოთხოვნაც, რომელიც ყოველწლიურად 50%-ით იზრდება.
„როდესაც 2017 წელს ფერმის შექმნა გადავწყვიტეთ, ერთ-ერთი მოტოვაცია იყო ის, რომ მსოფლიოში ძალიან დიდი დაინტერესება დავინახეთ ვერტიკალური ფერმების მიმართ. განსაკუთრებით, დასავლეთის ბაზარზე. თუმცა, ახლა უკვე ვერტიკალურ სათბურებს აქტიურად აშენებენ აღმოსავლეთის ქვეყნებშიც, იქ, სადაც ბუნებრივი პირობები არ უწყობს ხელს სოფლის მეურნეობის განვითარებას. ვფიქრობთ, რომ ეს არის მომავლის მიმდინარეობა სოფლის მეურნეობაში. სწორედ ამიტომ, ჩვენ გავაკეთეთ პირველი ვერტიკალური ფერმა კავკასიაში. შემიძლია ვთქვა, რომ მოთხოვნა სულ უფრო მზარდია. უბალოდ 2020 წელს ვერ ვთლით სტატისტიკაში, რადგან ფაქტობრივად, ჩავარდნა იყო. მთელი 2 თვე გაჩერებული ვიყავით, რამაც ძალიან დიდი დარტყმა მოგვაყვენა. კერძოდ, აპრილ-მაისი ჩვენთვის ყველაზე საინტერესო სეზონი უნდა ყოფილიყო, რადგან ტურისტები ჩამოდიან, ამიტომ რესტორნები და სასატუმრობი უფრო მეტი დატვირთვით მუშოაბენ. თუმცა, წელს ეს ვერ გამოვიდა. რაც შეეხება წინა წლებს, 2017-დან 2019 წლის ჩათვლით მოთხოვნაზე ყოველწლიურად 50%-ანი ზრდა გვქონდა. შესაბამისად, იდეამ ნამდვილად გაამართლა“,-ამბობს მარიტა გენებაშვილი.
რაც შეეხება სირთულეებს, როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი განმარტავს, ამ ეტაპზე ეს კორონავირუსი იყო, რის გამოც მათთვის საექსპორტო ბაზრებიც ჩაიკეტა.
„სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით ახალი პროდუქტები არ დაგვიმატებია, რადგან კარანტინის დროს ისედაც სტაგნაციის პერიოდი იყო. ჩვენ ამ ეტაპზე მხოლოდ რესტორნებს ვემსახურებით და მოგეხსენებათ, ობიექტები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში დახურული იყო, შესაბამისად, ჩვენც მოგვიწია გაჩერება. ახლა უკვე მუშაობა აღვადგინეთ, თუმცა სრული დატვირთვით ვერა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პროდუქტი დიდ სიუპერმარკეტებშიც იყიდება, „მიკრგრინის“ მომხმარებლების 80% ისევ რესტორნებსა და კაფეებზე მოდის.
გარდა ამისა, ექსპორტზე გავდიოდით სომხეთში, რაც პანდემიის დროს გაჩერდა, მოგვიენებით ამას ქვეყნის საომარი მდგომარეობა დაემატა. სანამ პანდემია დაიწყებოდა, მოლაპარაკებები უკვე დასულებული გვქონდა აზეირაბიჯანთანაც, იქაც უნდა გასვულიყავით, მაგრამ დროებით ესეც შეჩერდა“,- ამბობს მარიტა გენებაშვილი.
სამომავლო გეგმებთან დაკავშრებით, კომპანიის თანამდამფუძნებელი ამბობს, რომ ეს იქნება საოჯახო გამოყენებაზე მორგებული პროდუქტების დამატება და ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისება.
„სამომომავლოდ ვგეგმავთ, რომ წარმოება გავზარდოთ და საექპორტო ბაზრები გავაფართოვოთ. რეალურად, თვითმფრინავით ექსპორტის ლოჯისტიკა სადაც არის წყობილი, ყველაგან შეგვიძლია, რომ გავიდეთ“,-ამბობს მარიტა გენებაშვილი.