ქვეყანაში Covid 19-ის მომატებული შემთხვევების გამო, კომპანია „თბილისი ენერჯი“ ინფექციონისტებისა და მთავრობის რეკომენდაციებს ითვალისწინებს. მოსახლეობის, კომპანიის თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების მეტი უსაფრთხოებისთვის, „თბილისი ენერჯის“ ყველა მომსახურების ცენტრი იმუშავებს დისტანციურად. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.
„დისტანციურ რეჟიმში ბუნებრივ გაზთან დაკავშირებული ნებისმიერი მომსახურების მიღება სრულფასოვნად შეგიძლიათ ცხელი ხაზის ნომერზე: 2 40 40 04, „თბილისი ენერჯის“ ფეისბუქის ოფიციალური გვერდის მესენჯერით, ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით www.te.ge, გაზის გაჟონვის შემთხვევაში, სწრაფი რეაგირების სამსახურის ნომერზე - 114. გისურვებთ ჯანმრთელობას და დაიცავით გაზის მოხმარების უსაფრთხოების წესები“,- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.