სექტემბერში ტურიზმიდან შემოსავალი 303 მლნ დოლარით შემცირდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის სექტემბერში უცხოელმა ვიზიტორებმა 15,600 მლნ ამერიკული დოლარი დახარჯეს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 95%-ით ნაკლებია.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის სექტემბერში საქართველოს სულ 50 499 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 93.6%-ით ნაკლებია.

უნდა აღინიშნოს, რომ სექტემბერში ყველაზე მეტი 18,540 ვიზიტორი თურქეთიდან ეწვია.

ავტორი: ნოდარ სირბილაძე