სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუ როგორ რეაგირებს ცენტრალური ბანკი შოკზე, ვინაიდან, სწორედ ეს რეაგირება განსაზღვრავს გრძელვადიანი ეკონომიკური პროცესების განვითარებას და ფინანსურ სტაბილურობას,- ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ის აღნიშნავს, Global Finance - ის მიერ მსოფლიოს ცენტრალური ბანკების საუკეთესო მმართველთა შორის ზედიზედ მესამედ დასახელება კიდევ ერთი დასტურია, რომ ეროვნული ბანკის პროფესიონალთა გუნდი COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის პირობებშიც სწორ და თანმიმდევრულ ნაბიჯებს დგამს.
„ეროვნული ბანკის ქმედებები მიზნად ისახავს ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი ზრდის ხელშეწყობასა და ფასებისა და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფას და ამ მიზნის მიღწევაში სწორედ მცურავი გაცვლითი კურსი აძლევს საშუალებას ქვეყანას შეარბილოს საგარეო შოკიდან მომდინარე ეკონომიკური დანაკარგები “,- აღნიშნავს სებ-ის პრეზიდენტი.