საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 214 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 214 ადამიანი გამოჯანმრთელდა, - ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

რაც შეეხება ინფიცირებულებს, ქვეყანაში კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 16285-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5900 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 836 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1388 -ს შეადგენს.