2020 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან აშშ-ში 40,164 მლნ დოლარის ექსპორტი განხორციელდა, ხოლო იმპორტმა - 345,457 მლნ დოლარი შეადგინა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა ძირითადად რა პროდუქტებს ვყიდულობთ და ვყიდით შეერთებულ შტატებში.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში აშშ-დან საქართველოში ყველაზე მეტი - 4,111 მლნ დოლარის ღირებულების შინაური ფრინველის ხორცი და კვების სუბპროდუქტები (ახალი, გაცივებული ან გაყინული) შემოვიდა. მას მოსდევს გაყინული თევზი - 2,309 მლნ დოლარით, ხოლო მე-3 ადგილზეა - თხილი და სხვა კაკალი, რომლის იმპორტმაც - 1,598 მლნ დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება ექსპორტს, აშშ-ში საქართველოდან ექსპორტირებული ტოპ-3 პროდუქტი ასე გამოიყურება: