„ვფიქრობ იქით მივდივართ, რომ რაღაც მომენტში, დიდი ალბათობით არჩევნების შემდეგ გამოაცხადებენ - იძულებული ვართ, ისევ რადიკალურ ზომებს მივმართოთო“. ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ეკონომისტმა ლაშა გოცირიძემ განაცხადა.
„დღეს ყველაზე დიდი დარტყმა მივიღეთ ეკონომიკის შემცირების გამო, რამაც ყველას დაგვარტყა ჯიბეზე. მომავალი გვანახებს თუ როდის და როგორ გამოსწორებდა ეკონომიკის შემცირება, მაგრამ სამწუხაროა, რომ არ არის მკაფიო პერსპექტივა - დავინახოთ ხვალინდელი დღე.
ზუსტ რიცხვებს ბოლოს დავითვლით, მაგრამ ცალსახაა, რომ ის ჩაკეტვები და ეკონომიკის გაჩერება რამდენიმე მილიარდი დაუჯდა ქვეყანას. ბევრი კითხვის ნიშანია, იყო თუ არა საჭირო ასეთი დრაკონული ღონისძიებები ეკონომიკისადმი და მოიტანა თუ არა ამან შედეგი. თუმცა, ვფიქრობ ახლაც იქით მივდივართ, რომ რაღაც მომენტში, დიდი ალბათობით არჩევნების შემდეგ გამოაცხადებენ - იძულებული ვართ ისევ რადიკალურ ზომებს მივმართოთო. მნიშვნელოვანია ეკონომიკა არ გაჩერდეს, რადგან ძალიან კრიტიკული შედეგები დადგება. ადამიანები როგორც კორონათი, ისე შიმშილით შეიძლება დაიხოცონ,“-განაცხადა გოცირიძემ.