ევროპული საქართველოს” ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, ზუგდიდის რაიონში, სოფელ კოკში ადგილობრივებს შეხვდა, მათი პრობლემები მოისმინა და მოსახლეობას გარდამტეხი ცვლილებების გეგმა გააცნო.
უგულავას თქმით, როგორც ზუგდიდში, ისე მთლიანად საქართველოში არის მძიმე სოციალური ფონი, ადამიანებს აქვთ უპერსპექტივობისა და უიმედობის განცდა, ხოლო ხელისუფლება ყველა პრობლემის მიმართ უყურადღებობას იჩენს.
უგულავამ აღნიშნა,რომ ანაკლიის პორტი არის შველა გეოპოლიტიკური თუ ეკონომიკური თვალსაზრისით, რომელიც როგორც ზუგდიდს, ისე მთლიან საქართველოს მოუტანს სრულიად ახალ შესაძლებლობებს.
უგულავამ აღნიშნა, რომ ამისათვის საჭიროა 31 ოქტომბერს ივანიშვილის დამარცხება და გარდამტეხი ცვლილებების მოტანა.
„ჩვენ ვიმყოფებით სოფელ კოკში, დღეს, მთელი დღის განმავლობაში ვხვდებოდით ადგილობრივებს და მთავარი პრობლემა, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ძლიერი, მხნე და შრომისმოყვარე სოფელია, სოფლის მეურნეობით არის ბევრი ადამიანი დაკავებული, მაგრამ უმუშევრობა არის ის მტანჯველი პრობლემა, რომელიც აქ მთლიანად ზუგდიდში, ისევე როგორც კოკში აწუხებს ადამიანებს, განსაკუთრებით ახალგაზრდების დასაქმება. ამიტომ, ჩვენ აქ ადგილობრივებს ვესაუბრებოდით ჩვენ გეგმაზე, როგორ უნდა შეიქმნას 100 000 სამუშაო ადგილი, ამისათვის საჭიროა გადასახადების შემცირება და მთელი რიგი ღონისძიებების გატარება იმისთვის, რომ სწრაფად დაიქოქოს ეკონომიკა. ამავე დროს, ზუგდიდისთვის მნიშვნელოვანია პორტის მშენებლობა, რომელიც ივანიშვილმა შეაჩერა, რაც არამარტო ზუგდიდისთვის, არამედ მთლიანი რეგიონისთვის იქნება ახალი იმედივით, რადგან უამრავი სამუშაო ადგილი და პერსპექტივა იქნება, რაც მთავარია და დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკური კლასი, მინუს ივანიშვილი თანხმდება იმაში, რომ ეს პორტი აუცილებლად, აშენდება იმისთვის, რომ უამრავი ადამიანი დასაქმდეს და პერსპექტივა გაჩნდეს, რადგან აფხაზეთის ოკუპაციის შემდეგ ზუგდიდი ერთგვარ ჩიხად ჩამოყალიბდა და მას გასასვლელი სჭირდება ზღვაზე იმისთვის, რომ ეკონომიკურ ციკლში აქტიურად ჩაერთოს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს აუცილებლად მოხდება მას შემდეგ, რაც ივანიშვილს გავისტუმრებთ ამ არჩევნებზე“, - განაცხადა უგულავამ.
აღნიშნულ ინფორმაციას “ევროპული საქართველოს” პრესსამსახური ავრცელებს.