საქართველოში კორონავირუსის 1 192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 17477-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
მათ შორის, გამოჯანმრთელდა 233 ადამიანი და ჯამში ვირუსი ქვეყანაში უკვე 8060 პაციენტმა დაამარცხა.
ამასთან, გარდაიცვალა კიდევ 8 პაციენტი და ამ დროისთვის მათი რაოდენობა ჯამში 136-ს შეადგენს.