ევროპის უმდიდრესი ადამიანის ქონება კიდევ უფრო გაიზარდა

ფრანგი მილიარიდერის ბერნარ არნოს ქონება ამ კვირაში კიდევ უფრო გაიზარდა. ამის მიზეზი გახდა ფუფუნების საგნებზე მოთხოვნის ზრდა, რის შედეგადაც არნოს კუთვნილი კომპანიის LVMH-ის აქციებზე ფასმა მოიმატა. ბერნარ არნოს კაპიტალი 8,3 მილიარდი დოლარით გაიზარდა და ის კვლავ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანებს შორის ხუთეულში დაბრუნდა ჯეფ ბეზოსის, ბილ გეითსის, ილონ მასკისა და მარკ ცუკერბერგის შემდეგ. 17 ოქტომბრის მონაცემებით, არნოს ქონება შეფასებულია 96,6 მილაირდ დოლარად.

არნოს ქონება იანვრის შემდეგ არ გამხდარა 100 მილიარდზე მეტი, მაშინ მისმა კაპიტალმა 109,4 მილიარდი დოლარი შეადგინა. თუმცა კორონავირუსის პანდემიამ მომდევნო ორ თვეში მისი ქონება 50%-ით შეამცირა.

LVMH-ის აქციებზე ფასის ზრდა გასულ კვირას კომპანიის მიერ გავრცელებულმა ფინანსურმა ანგარიშმა გამოწივია, რომლის მიხედვით ბოლო კვარტალში მის ბრენდებზე Louis Vuitton, Moet & Chandon და Givenchy მოთხოვნა გაიზარდა.

კოკა კვირკველია