დიდი ბრიტანეთის ინფორმაციის დაცვის კომისიამ The Information Commissioner’s Office (ICO) ბრიტანული საავიაციო კომპანია British Airways 20 მილიონი გირვანქა სტერლინგით დააჯარიმა - წერს Forbes. ამის მიზეზი გახდა კომპანიის მხრიდან 400 ათასზე მეტი მომხმარებლის მონაცემების დაუცველობა, რა საქმეზეც გამოძიება 2018 წლიდან მიმდინარეობს.
ჯარიმა, რომელიც ICO-მ გამოსცა ყველაზე დიდია, რაც კი ამ ორგანოს აქამდე გამოუწერია. უწყების ცნობით, საავიაციო კომპანიამ არასათანადო ძალისხმევა გამოიჩინა საკუთარი მოხმარებლების ინფორმაციის დასაცავად.
ICO-ს ცნობით, 2018 წელს განხორციელებული ჰაკერული შეტევის შედეგად 430,000 მოხმარებლის მონაცემები ორი კვირის განავლობაში იყო ხელმისაწვდომი ჰაკერებისთვის. მათივე ინფორმაციით, ბოროტმოქმედების ხელში აღმოჩნდა ამ მომხმარებლების საკრედიტო ინფორმაცია, პერსონალური ინფორმაცია, მისამართები და პაროლები.
ICO-მ British Airways გააკრიტიკა ორკვირიანი არასათანადო ზომების გატარების გამო. ორგანოს წარმომადგენლის ელიზაბეთ დენჰეიმის განცხადებით, „ადამაინები ენდნენ British Airways-ს, მათ კი ვერ მიიღეს საჭირო ზომები კლიენტების მონაცემები სათანადოდ დაეცვა.
ICO-ს განცხადებით, რომ არა პანდემიის შედეგად გამოწვეული ფინანსური სირთულეები, კომპანიას მოუწევდა 183 მილიონი გირვანქა სტერლინგის გადახდა ჯარიმის სახით. მათივე ინფორმაციით, British Airways-მა მნიშვნელოვანი სამუშაო ჩაატარა IT უსაფრთხოების კუთხით.