როგორ გახდა სამი უნივერსიტეტიდან წამოსული მათემატიკის მასწავლებელი ძლევამოსილი პოლიტიკოსი - უცნობი ფაქტები ჯასტინ ტრუდოს შესახებ

კანადის პრემიერ-მინისტრი, ქარიზმატული ჯასტინ ტრუდო ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტს 2015 წლიდან იკავებს. ყოფილი პრემიერის პიერ ტრუდოს ვაჟი, რომელიც მთავრობის მეთაური 1968–1984 წლებში იყო, კანადის ისტორიაში მეორე ყველაზე ახალგაზრდა პოლიტიკოსია.

ჯასტინის პოლიტიკური კარიერა 2008 წელს დაიწყო, როდესაც იგი პარლამენტში აირჩიეს.

მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე ძლევამოსილმა პოლიტიკოსმა ქვეყნის სათავეში მოსვლისას ბევრი რეფორმა გაატარა. მან შეამცირა გადასახადები საშუალო კლასისთვის, დანერგა მნიშვნელოვანი ცვლილებები კლიმატის ცვლილებების გამო. მხარი დაუჭირა მარიხუანას დეკრიმინალიზაციას, მოგვიანებით კი ყველა პატიმარი გაათავისუფლა, რომლებიც მარიხუანას შენახვისთვის იყვნენ დაკავებულები.

ყველაზე მიმზიდველი “ლიბერალი“

ჯასტინ ტრუდო 2013 წლიდან “ლიბერალური პარტიის ლიდერია.“ ოტავაში დაბადებულმა ტრუდომ პოლიტიკაში მოსვლამდე ძალიან ბევრი ისწავლა. მან დაამთავრა ჟან-დე-ბრიებუს კოლეჯი, 1994 წელს დაამთავრა მაკგილის უნივერსიტეტი, შემდეგ კი 1998 წელს ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტი. აქვს ბაკალავრის დიპლომი მხატვრულ ლიტერატურაში. სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა პედაგოგად ვანკუვერში.

ერთი შეხედვით მოწესრიგებულ და მშობლების დამჯერ ტრუდოს, სულაც არ ხიბლავდა რუტინული სამსახური, მის მომავალს სხვაგან ხედავდა. მას საკუთარი ძალების სჯეროდა და ყოველთვის ფიქრობდა, რომ შეეძლო მისი ძალისხმევა უფრო მასშტაბური საქმეებისთვის გამოეყენებინა. 2002 წელს ჯასტინმა სკოლაში მასწავლებლად მუშაობაზე უარი თქვა და მონრეალის “olecole Polytechnique“-ში ინჟინერიის სწავლა დაიწყო. ინჟინერიაც მალევე მობეზრდა, სასწავლებელი 2003 წელს მიატოვა.

2004 წლიდან მაკგილის უნივერსიტეტში, გარემოს გეოგრაფიაში ერთი წლის სამაგისტრო პროგრამა გაიარა, მაგრამ 2005 წელს სწავლა ისევ მიატოვა. 2008 წლამდე ჯასტინი სამსახურს და სასწავლებლებს ძალიან ხშირად იცვლიდა, იმუშავა ბანკში, ფინანსურ მრჩეველად, სნოუბორდის ინსტრუქტორად, იყო ღამის კლუბის თანამშრომელი.

trudo1-1603011530.jpg

ყველაფერი 2008 წელს დალაგდა, ახალგაზრდა “ლიბერალი“ პაპინოს საცხენოსნო თემების პალატაში აირჩიეს. 2009 წელს იგი “ლიბერალურ პარტიაში“ ახალგაზრდობისა და მულტიკულტურალიზმის სფეროს კრიტიკოსად დაინიშნა, მომდევნო წელს კი გახდა მოქალაქეობისა და იმიგრაციის საკითხების კრიტიკოსი. 2011 წელს ტრუდო “ლიბერალურ პარტიაში“ უკვე საკმაო გავლენით სარგებლობდა, ამ დროისთვის იგი კანადაში არსებულ განათლებას აქტიურად აკრიტიკებდა.

2013 წელს ჯასტინ ტრუდი “ლიბერალური პარტიის“ ლიდერად აირჩიეს. 2015 წელს კი მისმა პარტიამ ფედერალურ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა.

ტრუდოს რეფორმები

პრემიერ- მინისტრად არჩევის შემდეგ კანადაში მნიშვნელოვანი და ძალიან ბევრი რეფორმა განხორციელდა. მათ შორის, ყველაზე სკანდალური მარიხუანას ლეგალიზება იყო.

“მე რეალურად არ ვარ კანაფის დეკრიმინალიზაციის მომხრე. მე მისი ლეგალიზების მომხრე ვარ. დავარეგულირებთ გადასახადით. ეს არის ერთადერთი თანამედროვე გზა, რომ ჩვენი შვილები გარკვეულწილად დავიცვათ, რადგან მიმდინარე “ომი“ ნარკოტიკებთან არ მუშაობს. ” – განაცხადა პრემიერმა საკითხის განხილვისას.

ამას მოჰყვა გადასახადების რეფორმები, ახალი სავაჭრო რეგულაციები აშშ-სთან, მიგრაციის კანონების ცვლილება.

trudo2-1603011554.jpg

2017 წელს “ლიბერალურმა პარტიამ“ გამოაცხადა, რომ კანადა მომდევნო სამი წლის განმავლობაში ერთ მილიონამდე ემიგრანტს მიიღებდა. მიგრანტების რაოდენობა 2018 წელს 310,000-მდე გაიზარდა, 2019 წელს 330,000-მდე, ხოლო 2020 წელს 340,000.

ტრუდომ 60 მილიარდი დოლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახორციელა. 2016 წელს, ტრუდომ 12-წლიანი, 180 მილიარდი დოლარის ინფრასტრუქტურული გეგმა წარადგინა, რომლის მიზანი იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება, კანადის ჩრდილოეთ რეგიონები სოფლის ინფრასტრუქტურისა და ხელმისაწვდომი საცხოვრებელის შექმნა.

ტკბილი ბავშვობა

1971 წლის 23 ივნისს კანადის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრის აპარატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრემიერის პიერ ტრუდოს ცოლი ოთხი თვის ორსული იყო. მარგარეტ სინკლერმა ჯასტინ ტრუდო 1971 წელს, შობის ღამეს 25 დეკემბერს გააჩინა. ტრუდოს უმცროსი ძმები ალექსანდრე და მიშელი ჰყავდა.

შოტლანდიელი და ფრანგული წარმოშობის კანადური ოჯახი ყოველთვის ფუფუნებაში ცხოვრობდა. ჯერ კიდევ შორეულმა ბიზნესმენმა წინაპრებმა დიდძალი კაპიტალის დაგროვება შეძლეს.

trudo3-1603011418.jpg

როდესაც ჯასტინი 5 წლის იყო, მისი მშობლები დაშორდნენ. ბავშვებზე მეურვეობა მამას, პერ ტრუდოს ერგო. მამა დაკისრებულ მოვალეობას სანიმუშოდ უმკლავდებოდა.

ტრუდოს დედის მეორე ქორწინებიდან სამი ნახევარ და-ძმა ჰყავს.

მამა ცდილობდა მის შვილებს ყველა სახელმწიფო რესურსით ესარგებლადთ. სკოლაში ლამის ლიმუზინით ატარებდა, თუმცა დედის დაჟინებული მოთხოვნით, ბავშვები უბრალოდ ბინაში გაიზარდნენ, საჯარო სკოლაში სწავლობდნენ და მუნიციპალური ავტობუსით სარგებლობდნენ. მოგვიანებით, ჯასტინმა აღნიშნა, რომ დედის გადაწყვეტილებამ მასზე გარდამტეხი გავლენა იქონია.

პიერ ტრუდომ შვილებს დანომრილი ნდობის ფონდში აქციები შეუძინა, საიდანაც რეგულარულად იღებენ დივიდენდებს. 2011 წლის აგვისტოს მონაცემებით, ტრუდოს კომპანიას ჰქონდა $ 1.2 მილიონიანი აქტივი.

სტუდენტობა

ტრუდომ მაკგილის უნივერსიტეტში პირველ კურსზე მისი მომავალი მთავარი მდივანი ჯერალდ ბუთი გაიცნო. სწორედ ბუთსმა მიიწვია ტრუდო “დებატების კავშირში“, საიდანაც ისინი დებატ ტურნირებზე ერთად გამოდიოდნენ. ამ გამოცდილებამ გააღვიძა ახალგაზრდა პედაგოგში პოლიტიკაში მოსვლის სურვილი.

სკოლის დამთავრების შემდეგ, ტრუდო დარჩა ვანკუვერში, სადაც ადგილობრივ სკოლებში მათემატიკის მასწავლებლად მუშაობდა.

trudo4-1603011392.jpg

თითქმის იდეალური და თავგადასავლებით სავსე ბიოგრაფიის მიუხედავად, ტრუდო რამდენჯერმე მსოფლიო მნიშვნელობის სკანდალში გაეხვა.

ახალგაზრდა პოლიტიკოსი არსებულ ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებდა. მთავრობას ტრეფიკინგის ორგანიზებაში, კონტრაბადნულ ვაჭრობაში ადანაშაულებდა. ტრუდოს ბევრი მსმენელი ჰყავდა, მოხსენებების პარალელურად იგი საქველმოქმედო აქციებსაც აწყობდა.

საზოგადოებაში დაპირისპირება მაშინ გამოიწვია, როდესაც გაირკვა, რომ საჯარო გამოსვლებიდან 1,3 მილიონი აშშ დოლარი, საქველმოქმედო ორგანიზაციებისა და სკოლის გამგეობებისგან კი 277,000 აშშ დოლარი გამოიმუშავა.

ოჯახი

ტრუდო მომავალ მეუღლეს სოფიო გრეგუარს ბავშვობიდან იცნობდა. გრეგუარი ჯასტინის უმცროსი ძმის, მიშელის თანაკლასელი იყო. მოზარდობის პერიოდში მათ შორის კავშირი გაწყდა, თუმცა 2003 წლის ივნისში, ტრუდო და სოფია ერთმანეთს საქმიან გარემოში შეხვდნენ. ერთი წლის შემდეგ, 2004 წელს წყვილი დაქორწინდა.

trudo5-1603011359.jpg

მათ სამი შვილი ჰყავთ: 2007 წელს დაბადებული ბიჭი, 2009 წელს დაბადებული გოგონა და 2014 წელს დაბადებული ბიჭი.

ჯასტინ ტრუდო ოჯახთან ერთად მოკრალებულ, ძველ სახლში ცხოვრობს. 24 Sussex Drive-ზე მდებარე ორსართულიანი შენობა ის ადგილია, სადაც ჯასტინი მამასთან ერთად, ბავშვობაში ცხოვრობდა და იზრდებოდა. შენობა 1866 წელს პარლამენტის მაშინდელმა წევრმა მისტერ ლუმბერმანმა ააგო.

ჯასტინ ტრუდო მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძლევამოსილ პოლიტიკოსად და მმართველად არაერთხელ დასახელდა. გავლენიანი ტაბლოიდები მის შესახებ აქტიურად წერენ. კანადის პრემიერ მინისტრის წლიური ანაზღაურება 351,200 კანადურ დოლარს შეადგენს.

თეონა რამაზაშვილი