საქართველოში კორონავირუსით 7 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 7 პაციენტი გარდაიცვალა.

ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 143-ს შეადგენს.

„სად გარდაიცვალნენ, ამ ეტაპზე აღნიშნული ინფორმაცია არ მაქვს. კრიტიკული პაციენტების ზუსტ რაოდენობას ვერ გეტყვით, ყოველ შემთხვევაში, ერთ ასეულზე ნაკლებია, დაახლოებით ალბათ 70, მათ შორის არიან ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოყვანილები“,-განაცხადა ენდელაძემ.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 1 186 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.