საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 278 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 278 პაციენტი გამოჯანმრთელდა, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, მარინა ენდელაძის თქმით, საქართველოში კორონავირუსის 1 186 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და საერთო რიცხვმა 18 663 შეადგინა. გარდაიცვალა კიდევ 7 პაციენტი.