ხარვეზები ყველგან არსებობს, ამას ჩვენც კარგად ვხედავთ. ჩვენი ყველაზე დიდი ამოცანაა, რომ ეს ხარვეზები სისტემური არ იყოს და სწრაფად გამოსწორდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონაპანდემიასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოებასთან ურთიერთობა რეგულარული იქნება.
„ხარვეზები ყველგან არსებობს, ამ ხარვეზებს ჩვენც კარგად ვხედავთ. ჩვენი ყველაზე დიდი ამოცანაა, რომ ეს ხარვეზები სისტემური არ იყოს და ჩვენი ამოცანაა, რომ ეს ხარვეზები სწრაფად გამოსწორდეს, რასაც ჩვენ ჩვენს შესაბამის უწყებებთან და ჩვენს მოქალაქეებთან ერთად ვაკეთებთ, ამიტომ გპირდებით: ჩვენი ურთიერთობა რეგულარული იქნება! ყველა სამინისტროს მიღებული აქვს შესაბამისი დავალება. მოქალაქეებთან ერთად აბსოლუტურად ღიად და ტრანსფარენტულად, თუნდაც მტკივნეული საკითხი, რომელიც ხარვეზებს ეხება, იყოს განხილული და ამაზე იყოს საუბარი“, - განაცხადა გახარიამ.