184.4%-ით გაზრდილი ექსპორტი - პროდუქტები, რომელსაც ჩინეთში ვყიდით და ვყიდულობთ

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 8,121 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14.9 პროცენტით ნაკლებია.

საანგარიშო პერიოდში ჩინეთში პროდუქციის იმპორტი 21.3%-ით შემცირდა, ხოლო ექსპორტი 184.4%-ით გაიზარდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რას ვყიდით და ვყიდულობთ ჩინეთში:

საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:

  • სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 298 271 700 დოლარი
  • ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - 26 214 200 დოლარი
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 9 561 900 დოლარი
  • მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ხელსაწყოები და მოწყობილობები - 6 346 400 დოლარი
  • დაუმუშავებელი ალუმინი - 2 812 000 დოლარი

ჩინეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:

  • ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი - 19 056 700 დოლარი
  • გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 15 350 400 დოლარი
  • ახალი რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები - 13 450 300 დოლარი
  • მოწყობილობები ჰაერის კონდიცირებისათვის - 8 965 800 დოლარი
  • მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით - 8 638 500 დოლარი
ლიკა ამირაშვილი