უძრავი ქონება მყარი აქტივია, რომლის ფასიც მუდმივად იზრდება, ამიტომ ბევრი ჩვენგანი ცდილობს, ინვესტიცია სწორედ მასში განახორციელოს.
ტურიზმის განვითარებასთან ერთად, პოპულარული გახდა არამხოლოდ საცხოვრებელ, არამედ სასტუმროს ტიპის კომპლექსებში აპარტამენტის შეძენა. დასვენების სეზონებზე მისგან მაღალი შემოსავლის მიღებაა შესაძლებელი. ამ მხრივ პოპულარული კურორტებია ბაკურიანი და გუდაური, რომელსაც ყოველწლიურად ათასობით დამსვენებელი სტუმრობს. ბათუმსა და გუდაურს სეზონურობა ახასიათებს, ხოლო ბაკურიანი უნივერსალური კურორტია, რომელიც დამსვენებლებს წელიწადის ყველა დროს იზიდავს.
თუ ის ზამთარში სეზონური სპორტის მიმდევრებსა და თოვლის მოყვარულთა მთავარი მიმართულებაა, ზაფხულში ბაკურიანს უფრო ოჯახები სტუმრობენ, რომლებიც ქალაქის სიცხეს გაურბის და დროის სიგრილეში გატარება სურს.
ბაკურიანი სულ უფრო მოთხოვნადი კურორტი ხდება და ინფრასტრუქტურაც შესაბამისად ვითარდება. ამასთან, დაბა ბაკურიანი 2023 წლის ოლიმპიადის მასპინძლობისთვის ემზადება, რაც აპარტამენტების ფასსა და მოთხოვნაზე უკვე აისახა.
მოთხოვნა გვიჩვენებს, რომ ბაკურიანში ჩასული დამსვენებლების უმეტესობა არჩევანს აპარტამენტზე აჩერებს, ამიტომ, მათი რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება და მომსახურების ხარისხიც უმჯობესდება.
თუ აქამდე ბაკურიანში სტანდარტული აპარტამენტები შენდებოდა, 2022 წლიდან აქ გაიხსნება პრემიუმ კლასის კომპლექსი „ტერასა ბაკურიანი“, რომელიც როგორც აპარტამენტებს, ისე სასტუმროს, რესტორანს, აუზს, ბავშვების გასართობ, სასეირნო და დასასვენებელ სივრცეებს მოიცავს. „ტერასა ბაკურიანის“ აპარტამენტებს სასტუმროს მსგავსი მომსახურება ექნება, რაც მას დასასვენებლად უფრო მიმზიდველს ხდის. კონსიერჟის მომსახურება ასევე მოიცავს თვითმფრინავის ბილეთის დაჯავშნასაც, რაც უცხოელი სტუმრებისთვის განსაკუთრებით კომფორტულია.
„ტერასა ჯგუფის“ კომერციული დირექტორი თამარ გაფრინდაშვილი განმარტავს, რომ ბაზრის შესწავლის შემდეგ, კომპანიამ გადაწყვიტა, შეექმნა პროდუქტი, რომელიც კურორტზე აქამდე არ იყო და დამსვენებლებისგან მისი საჭიროება იგრძნობოდა.
„რეალურად, დღეს, ბაკურიანში ისეთი სასტუმრო აპარტამენტების კომპლექსი, რომელიც ყველა სერვისს აერთიანებს, არ არსებობს. ჩვენ ვახორციელებთ პროექტს, რომელიც აპარტამენტის მესაკუთრისთვის მაღალი შემოსავლის მომტანი იქნება, დამსვენებელი კი ყველა სერვისს ერთ სივრცეში მიიღებს.
ასევე, კომპანია ბინათმფლობელს კონკრეტული ხელშეკრულების გაფორმებას სთავაზობს, რომლის მიხედვითაც საიჯარო გადასახადი არ არის ფიქსირებული, არამედ ის შემოსავლიდან მიღებული კონკრეტული პროცენტია, რაც კიდევ უფრო აადვილებს მომხმარებელთან ურთიერთობას. საბოლოო ჯამში, როგორც ჩვენი, ისე მესაკუთრის ეფექტური მუშაობა განაპირობებს შემოსავლის ზრდას, რისთვისაც ჩვენ ყველა საჭირო პირობას შევქმნით“, - განმარტავს თამარ გაფრინდაშვილი.
იმის გათვალისწინებით, რომ ბაკურიანში უძრავი ქონების ფასი წლიდან წლამდე იზრდება, „ტერასა ჯგუფის“ კომერციული დირექტორის რჩევით, უმჯობესია, აპარტამენტი სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების დასრულებამდე შევიძინოთ, რადგან დასრულებულ ბინებზე ფასდაკლება და სპეციალური შეთავაზება აღარ გავრცელდება.
წინასწარი გაყიდვების პერიოდში, კომპანია გთავაზობთ 12%-მდე ფასდაკლებას და 30-თვიან შიდა 0%-იან განვადებას.
„რაც მთავარია, „ტერასა ჯგუფი“, ჩვენს მობინადრეებს აპარტამენტების ჩაბარების საუკეთესო კონდიციას, პრემიუმ კლასის რემონტს, ავეჯითა და ტექნიკით უზრუნველყოფას ვთავაზობთ. შესაბამისად, ბინის შეძენის შემდეგ ჩვენს მობინადრეებს რემონტით გამოწვეული ხმაურის დისკომფორტი არ შეექმნებათ.“ - განმარტავს. ის.
ბაკურიანის სპეციფიკიდან გამომდინარე, კომპლექსის 4 800 კვადრატული მეტრი სრულად დაეთმობა ეზოს, რომელიც სხვადასხვა სახის დასასვენებელ სივრცეს მოიცავს.
„ყველაზე დიდი ტერიტორია საბავშვო გასართობ ზონას ეთმობა. ასევე, მოეწყობა სასეირნო ბილიკები.რესტორნისა და აუზის ტერიტორია ჯამში, დაახლოებით 500 კვადრატულ მეტრამდე მიწის ფართობს მოიცავს. კომპლექსში წარმოდგენილი დახურული აუზი და რესტორანი ტერასით დამსვენებლებისთვის დამატებით კომფორტს შექმნის“, - აღნიშნავს თამარ გაფრინდაშვილი.
„ტერასა ბაკურიანის“ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები უკვე დაწყებულია და 2022 წელს მთლიანად დასრულდება. კომპლექსი ახლოს იქნება ყველა სათხილამურო ტრასასთან და ოთხივე მხრიდან მთების ულამაზესი პანორამული ხედებით იქნება შემოფარგლული.