საქართველოდან რეგულარული ავიარეისები 1-ლი ნოემბრიდან კიდევ 10 ქალაქის მიმართულებით აღდგება. შესაბამისი ცვლილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში 19 ოქტომბერს შევიდა.
1-ლი ნოემბრიდან რეისები აღდგება თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან შემდეგ ქალაქებში:
- დოჰა
- ვარშავა
- ათენი
- ამსტერდამი
- ვენა
- ბერლინი
- მილანი
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან:
- კატოვიცე
- ვილნიუსი
- დორტმუნდი
ცნობისათვის, 2020 წლის 13 ივლისიდან ავიარეისები სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მიუნხენის, პარიზის და რიგის მიმართულებით. ხოლო 1-ლი ოქტომბრიდან აღდგა ფრენები ქუთაისიდან რიგის მიმართულებით.