საქართველოში კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 19857-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის კანცელარიაში ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
stopcov-ის ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6407 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 2862 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში მკურნალობს 1420 პირი.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.