საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 15 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 158-მდე გაიზარდა.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, გარდაცვლილებიდან, თბილისში 7 დაიღუპა, ბათუმში 4, ქუთაისში 2, გორში 1, ხოლო მცხეთაში 7 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 19857 -ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის კანცელარიაში ბრიფინგზე გახდა ცნობილი.