Zoom- ი მომხმარებლების წინაშე ახალი პროდუქტით, OnZoom– ით წარსდგა. მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ აპის მეშვეობით “ლაივ ივენთები“ გამართოს და წინასწარ ბილეთებიც კი გაყიდოს, - წერს „ბი-ბი-სი“.
ახალი spin-off პლატფორმა OnZoom-ის სახელწოდებით, მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ფიტნესის, მუსიკის, გასართობი ღონისძიებებისა და სხვა საინტერესო პროექტების ფასიანი ჩართვა განახორციელონ. ბილეთების გაყიდვა შესაძლებელია 1000-ზე მეტი დამსწრესთვის.
Enders Analysis– ის ტექნოლოგიის ხელმძღვანელი ჯოზეფ ევანსი ამბობს, რომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პანდემიის გამო მომხმარებლები იძულებულნი გახდნენ სამუშაო გეგმა, შეხვედრები და სხვა მრავალი დაგეგმილი ღონისძიებები სახლიდან განეხორციელებინათ.
”ხალხი გეგმავს სესიებს ინტერნეტით, მეცადინეობენ იოგას, გადიან სამედიცინო კონსულტაციებს“- განმარტა მან.
OnZoom ჯერ მხოლოდ აშშ-ში ვრცელდება. პროგრამა სატესტო რეჟიმში არის გაშვებული. ანალიტიკოსების თქმით, წამოწყებას დიდი პოტენციალი აქვს და ბაზარზე მოთხოვნაც არსებობს.
Zoom-მა განაცხადა, რომ მას შეუძლია ხელი შეუწყოს კონცერტების, stand-up-ების ან კომედი შოუების ორგანიზატორებს.
ერთ-ერთი გასართობი ცენტრი აპლიკაციის ახალი შესაძლებლობით უკვე სარგებლობს და კმაყოფილიც არის. პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო დახურული ცენტრი იუბილარ ბავშვებს ან ოჯახებს, რომლებიც იზოლაციაში იმყოფებიან, გასართობ შოუს ონლაინ სთავაზობს.