შვეიცარული საათების ექსპორტი მერვე თვეა კლებაშია

მიმდინარე წლის სექტემბერში შვეიცარული საათების ექსპორტი 12%-ით შემცირდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და მან 1,6 მილიარდი ფრანკი შეადგინა. ამის შესახებ შვეიცარიის საათების ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ.

ჯამურად მიმდინარე წლის პირველ 9 თვეში შვეიცარული საათების ექსპორტი შემცირებულია 28%-ით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და ის 11,4 მილიარდ ფრანკს შეადგენს.

მაჩვენებელი კლებაშია ზედიზედ მერვე თვეა და ეს არის ყველაზე ხანგრძლივი კლების მაჩვენებელი ბოლო სამი წლის განმავლობაში.

რაც შეეხება რეგიონალურ სურათს, შვეიცარული საათების ექსპორტი ჩინეთში 79%-ით არის გაზრდილი 289,7 მილიონ ფრანკამდე, დანარჩენ ქვეყნებში კი შემცირებულია, მაგალითად, შტატებში 13,8%-ით ჰონგ-კოგში 15,8%-ით, დიდ ბრიტანეთში 10,3%-ით, იაპონიაში 26,8%-ით და იაპონიაში 24,7%-ით.

შვეიცარული საათების ექსპორტი ევროპაში შემცირებულია 19,2%-ით, თუმცა აქაც არის გამონაკლისი, მაგალითად, ნდერლანდებში ის 23,2%-ით არის გაზრდილი, „რაც განპირობებულია სხვა ბაზრებზე რეექსპორტით“, - აღნიშნავს ფედერაცია.

კოკა კვირკველია