„ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ და რთული სალაპარაკოა, რამდენად შევძლებთ იგივე ხარისხით დაბრუნებას,“- ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“გადაცემაში „საქმე“ კლუბის "მტკვარზე" დამფუძნებელმა ნოდარ ბერიძემ განაცხადა.
„რეალურად გადავრჩებით თუ არა, მაგაზე დგას უკვე საკითხი. ზაფხულის პერიოდში, როდესაც შეზღუდვები შერბილდა, ვცდილობდით, მოვრგებოდით სიტუაციას, ბარადაც გადავკეთდით და მსგავსი საშუალებებით ვცდილობდით გვეარსება. რაღაც პერიოდი საჭიროც იყო ეგეთი ზომები, როცა სრულად ჩაკეტილი ვიყავით, თუმცა, მერე ბათუმიდან დაწყებული როგორი ჰარიჰარალო იყო ქვეყანაში, ყველამ ვიცით. ივლისიდან ვიყავი ბათუმში და რაც იქ ვნახე შოკისმომგვრელი იყო, არცერთ დაწესებულებაში არავის ეკეთა პირბადე, ან თუ ეკეთათ ცალ ყურზე და კი ვნახეთ, რომ ყველაზე დიდი ტალღა სწორედ ბათუმიდან წამოვიდა. ვფიქრობ, ამ 8 თვის განმავლობაში ერთი და იგივე სექტორის მოხრჩობა არ იყო სწორი. ამოსუნთქვის საშუალება თუ არ მოგვცეს რა თქმა უნდა, გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდება სექტორი,“-განაცხადა ბერიძემ.