მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრის თემა არ დაკონკრეტებულა, თუმცა არ არის გამორიცხული, საუბარი შეეხოს კორონაპანდემიის პირობებში დაწესებული საგადასახადო შეღავათების ვადის გაგრძელებას.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა განუცხადა, კონკრეტული ბიზნესექტორისთვის ამ ვადის გაგრძელება მნიშვნელოვანია.
„მე, როგორც ყოველთვის, შეხვედრაზე ბევრს საკითხს ვაყენებ. ჩვენთვის, ვინც ძირითადად საცალო ვაჭრობასა და ტურიზმის ბიზნესში ვართ, მთავარია, რომ დაწესებული შეღავათები გაგრძელდეს. საგადასახადო შეღავათებია ქონების გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი და ა.შ.
სახელმწიფო ახლა ძალიან დიდ სუბსიდიას აკეთებს. ანუ, სესხის 70%-ს სახელმწიფო იხდის და შემდეგ, ეს რამდენად მოხერხდება, არ ვიცი, ამას თუ მოახერხებენ... რა თქმა უნდა, ამ საკითხსაც წამოვწევთ“, - განაცხადა პაპაშვილმა.